რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ნიკა გვარამია განცხადებას აკეთებს მედიასთან და ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმებულია და “გარედან სიტუაციის გადაწყვეტის გარეშე, ცოცხალი ვერ გადარჩება”.
ნიკა გვარამიამ საპატრიარქოზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ გულისხმობს საპატრიარქოს, ადმინისტრაციას და არა ქართულ ეკლესიას:
“ზოგადად ჩემი გაგება, გააზრება ქრისტიანობის და ზოგადად ყველა რელიგიის, რომელიც სიკეთეს ემსახურება არის, რომ ადამიანის სიცოცხლე არის მთავარი ღირებულება და ფასეულობა. მით უმეტეს, უსამართლოდ დევნილთა რომ არის ცათა სასუფეველი, უნდა იცოდნენ ეს ჩვენმა სასულიერო პირებმა.
სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქო (ვგულისხმობ საპატრიარქოს, ადმინისტრაციას და არა ქართულ ეკლესიას) ყველაფერი სიკეთის მქადაგებელი ორგანიზაციის გარდა. ეს არის რუსეთის მე-5 კოლონა, დღეიდან ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ, მათ შორის იქიდან გამომდინარე, რასაც უკრაინასთან დაკავშირებით არ ლაპარაკობენ. ან ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. ეს არის რუსული მე-5 კოლონა,რომელსაც ყველაფერი რაც რუსეთს ეწინააღმდეგება, მიაჩნია პერსონალურ მტრად. ამაში უკრაინის ავტოკეფალიაც შედის და მიხეილ სააკაშვილიც, როგორც პუტინის პირადი პატიმარი”