“ტყვედ ჩავარდნისას, უკრაინელები მშვენიერი რუსულით იწყებენ საუბარს, ენა სულ არ ებმებათ” – აქსიონოვი

ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ როდესაც უკრაინელი ნაციონალისტები ტყვედ ვარდებიან, ისინი უშეცდომო რუსულ ენაზე იწყებენ საუბარს და საუბრისას არც კი ბორძიკობენ.

“ტყვედ ჩავარდნილი ნაციონალისტებიდან, ყველა იწყებს რუსულად ლაპარაკს. როგორც აღმოჩნდა, ყველას კარგად ახსოვს, ენაც კი არ ებმებათ” – აღნიშნა რესპუბლიკის ხელმძღვანელმა.

აქსიონოვმა პირობა დადო, რომ რუსულს ასწავლის ყველას, ვინც დაკავებული იყო რუსული ენის შევიწროებით, რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დარღვევითა და დაცინვით. მან დარწმუნება გამოხატა, რომ სპეცოპერაციის ყველა მიზანი მიღწეული იქნება.