აბსოლუტურად ვერ ვხედავ, რუსულ გაზზე ემბარგო როგორ დაასრულებს ომს, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა.
შოლცმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ არ შეეწყვიტა რუსული გაზის იმპორტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ.
„მე აბსოლუტურად ვერ ვხედავ, როგორ დაასრულებს ომს გაზზე ემბარგო. პუტინი რომ ღია ყოფილიყო ეკონომიკური არგუმენტებისთვის, ის არასდროს დაიწყებდა ამ გიჟურ ომს. მეორეც, ისე იქცევით, თითქოს ეს ფულს ეხებოდეს. მაგრამ საქმე ეხება დრამატული ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილებას და მილიონობით სამუშაო ადგილისა და ქარხნების დაკარგვას“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
შოლცის თქმით, ამას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ ევროპისა და უკრაინის აღდგენის სამომავლო დაფინანსებისთვის.