მარტვილში მესამე დღეა ეძებენ 13 წლის გოგოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
უწყება ამბობს, რომ მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები. სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია.