თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტობუსის მგზავრმა მეორე მგზავრი დაჭრა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.
ინციდენტი 21 აპრილის საღამოს მოხდა. როგორც სამოქალაქო აქტივისტი ანა ქართლელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მომხდარს წინ უძღოდა შელაპარაკება, რის შემდეგაც მგზავრმა ორჯერ ესროლა მეორე მგზავრს.
როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, დაკავებულია 1957 წელს დაბადებული კაცი, გამოძიება კი სსკ-ის 118-2 და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას.