ბოკერია – “ლელო” არასწორი მიმართულებით ცდილობს ფოკუსის გადატანას”

ბოკერია – “ლელო” არასწორი მიმართულებით ცდილობს ფოკუსის გადატანას”.

“ევროპული საქართველოს” თავმჯდოამრე გიგა ბოკერია ოპოზიციურ პარტია “ლელოს” აკრიტიკებს, რომლის ინიციატივაცაა, დაწესდეს აკრძალვები რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოებზე.

ბოკარიას ხედვით, “ლელო” ფუნდამენტურად არასწორი მიმართულებით ცდილობს საზოგადოების ფოკუსის გადატანას.

“ეს არის სიბრიყვის ზღვარზე თუ უბრალოდ ნებისმიერი აქტივობის ჩვენების ხარჯზე უნდათ აჩვენონ, რომ რაღაცას აკეთებენ. მცდელობა, რომ კანონმდებლობით აიკრძალოს სიმბოლოები, არის ფუნდამენტურად არასწორი. ჩვენი პრობლემა არის, რომ მთავრობა გვყავს, რომელიც პუტინთან თანამშრომლობს, პუტინისტი, ოპორტუნისტი და კოლაბორაციონისტია” – თქვა ბოკერიამ.

“ლელომ” რუსეთის პოლიტიკის სიმბოლოების აკრძალვაზე ისაუბრა. სალომე სამადაშვილის განცხადებით, აკრძალულ ჩამონათვალში უნდა მოხვდეს “წმინდა გიორგის ლენტი” და უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის სიმბოლოებად ქცეული ლათინური ასოები Z და V.

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსულმა პროპაგანდამ ასოები Z და V აქცია ომის მთავარ სიმბოლოდ. 29 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მსოფლიოს სახელმწიფოებს მოუწოდა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოიღონ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საჯარო მხარდაჭერის საშუალებად სიმბოლო Z-ის გამოყენებისთვის.

წყარო: ptn.ge