ევროკომისია იძულებულია, დათმობებზე წავიდეს – ოღონდ იმის იმიტაცია მოაწყოს, რომ სახე შეინარჩუნა. ევროკავშირის ქვეყნებმა ბრიუსელიდან ცირკულარი მიიღეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების დაურღვევლობის შემთხვევაში, შესაძლებელია რუსული გაზის საფასურის დაფარვა რუსულსავე რუბლებში.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ რუბლებში გაზის საფასურის გადახდა, სანქციების დარღვევის გარეშე, არსებული კონტრაქტების მიხედვით, შესაძლებელია მოხდეს გაზის შემსყიდველი კომპანიების მიერ რუსულ ბანკებში დოლარის ან ევროს ანგარიშების გახსნის მეშვეობით, სადაც კომპანია ჩარიცხავს გაზის საფასურს ამ ვალუტებში, შემდეგ კი მოახდენს თანხის კონვერტაციას რუბლში. ეს სქემა გამორიცხავს დასავლური ქვეყნების მიერ ტრანზაქციების დაბლოკვას.
ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.