კუნსი – “ვხედავთ, თუ რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო რეგიონსა და მსოფლიო არენაზე”.
ამერიკელმა სენატორმა კრის კუნსმა აშშ–საქართველოს პარტნიორობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “აშშ-ში ხედავენ, რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო რეგიონსა და მსოფლიო არენაზე”.
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე მან საქართველოს პრეზიდენტს “მკაფიო განცხადებებისთვის” მადლობა გადაუხადა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი 30 წელია, როდესაც ჩვენ ერთმანეთთან ასე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ინსტიტუციების მშენებლობა, ასევე პარტნიორების შესაძლებლობების ამაღლება და დემოკრატიის განმტკიცება. თვალს ვადევნებთ ამ საშინელ დროს, თუ რა ძალადობა და აგრესია მიმდინარეობს უკრაინაში. დიდი მადლობა იმისათვის, რომ თქვენ ასეთ მკაფიო განცხადებებს აკეთებთ. დიდი მადლობა, რომ საქართველომ გაერო-ში კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა და ხმა მისცა. ჩვენ ყველანი, დელეგაციის მასშტაბით, ნამდვილად მხარს გიჭერთ და მხარს ვუჭერთ თქვენს ლიდერობას. დიდი მადლობა თქვენ შესანიშნავი პროგრესისთვის, რაც მიღწეულია საქართველოში ხალხის მიერ, 1992 წლიდან მოყოლებული, კონფლიქტის, დაყოფისა და გარე საფრთხეების მიუხედავად. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩავდოთ ინვესტიცია და ერთად განვვითარდეთ. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენს ქვეყნებში უზრუნველვყოთ, რომ გავერთიანდეთ და არ მოხდეს პოლარიზება და დაყოფა, არც შიგნით და არც გარეთ. ქალბატონო პრეზიდენტო, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგვეცით შესაძლებლობა, დღეს ერთად ვყოფილიყავით და აღგვენიშნა ეს საღამო. აქ ვართ იმიტომ, რომ ვხედავთ, თუ რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო ამ რეგიონში და მსოფლიო არენაზე. დიდი მადლობა თქვენი ლიდერობისთვის, მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის“ – განაცხადა კუნსმა.
წყარო: ptn.ge