ისრაელის ელჩი რან გიდორი, Facebook-ის გვერდზე ფოტოებს აქვეყნებს

თბილისის ავტობუსებზე ორ უძველეს ენას – ებრაულსა და ქართულს შორის მჭიდრო კავშირის ამსახველი წარწერები განთავსდა.

ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი Facebook-ის გვერდზე ფოტოებს აქვეყნებს, რომლებზეც საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ავტობუსები და მათზე განთავსებული წარწერებია ასახული.

– “აღდგომისა და ფესახის დღესასწაულებთან დაკავშირებით, ისრაელის საელჩო საქართველოში ახალ კამპანიას იწყებს, რომლის მიზანია თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით ხაზი გაუსვას 2 უძველეს ენას, ებრაულსა და ქართულს შორის მჭიდრო კავშირს“ – წერს რან გიდორი.

წყარო: imedinews.ge