უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვისტი, იგორ ოლენჩუკი ფრონტზე დაიჭრა და გადაადგილება არ შეეძლო. თანამებრძოლებს საშველად უხმო, მაგრამ ისინი გაიქცნენ. მარტო დაგდებულმა ოლენჩუკმა გონება დაკარგა. როცა გაახილა თვალები, დაინახა, რომ ვიღაც ბიჭი ფეხს უხვევდა, რომელმაც წასვლისას უთხრა, რომ ცოტა გაეძლო. თითქმის სამდღიანი ლოდინის შემდეგ, ტკივილისა და უწყლობისგან თითქმის სიკვდილის პირს მისულმა უკრაინელმა სამხედრო ტრანსპორტი დაინახა და დიდი გაჭირვებით მიიქცია ყურადღება. აღმოჩნდა, რომ რუსები იყვნენ. მათ ოლენჩუკი გადაიყვანეს საველე ჰოსპიტალში, ნემსები და გადასხმები გაუკეთეს, შემდეგ უფრო საიმედო სტაციონარში გადაიყვანეს, სადაც ოლენჩუკი ვიდეოზე ჩაწერეს და ამ ვიდეოს ქვემოთ გთავაზობთ: ოლენჩუკი აღნიშნავს, რომ მას ძალიან გაუკვირდა მისდამი ნორმალური დამოკიდებულება, როდესაც არ სცემეს, არ დასცინეს და პირიქით, მოუარეს. “ძალიან დიდი მადლობელი ვარ ექიმების, სიმართლე ვთქვა, გამიკვირდა ასეთი კარგი დამოკიდებულება მათი მხრიდან” – აღნიშნავს საბრალო უკრაინელი.
ეს მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინაში ადამიანებს “ტვინებს ურეცხავენ” და პირდაპირ უნერგავენ, რომ რუსების სახით არაადამიანებთან და ურჩხულებთან აქვთ საქმე: