ნაცმოძრაობის ლიდერი ხატია დეკანოიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მის ოჯახში ტრაგედიაა:
„ქრისტე აღდგა! უდიდესი დანაკლისით ვხდები ამ აღდგომას – მამამ დამტოვა. უდიდესი შფოთით და ტკივილით ვიღვიძებთ – ომი, სიკვდილი უკრაინაში. მაგრამ აღდგომა ზუსტად სიბნელის, ბოროტების დამარცხებაა.
ღმერთმა სწორი გზა გვაჩვენოს, ტკივილის გარეშე, სიმშვიდე მოგვცეს, სიყვარული და გამარჯვება.
უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს.
გილოცავთ ყველას“ – წერს დეკანოიძე.