რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ქვეყნის კონტრდაზევრვამ – ФСБ, ჩაშალა ტერორისტული ჯგუფის მცდელობა, რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ სოლოვიოვი მოეკლათ.
„დღეს დილით უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა შეაჩერა ტერორისტული ჯგუფი, რომელიც გეგმავდა ცნობილ რუს ჟურნალისტზე თავდასხმას და მის მოკვლას“, – განაცხადა პუტინმა რუსეთის გენერალური პროკურატურის საბჭოს სხდომაზე.
„რა თქმა უნდა, ახლა ამას უარყოფენ, მაგრამ ფაქტები და მტკიცებულებები უდავოა“, – აღნიშნა პუტინმა.
მანამდე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ეფესბემ“ დააკავა ნეონაცისტების ჯგუფი, რომელიც, უკრაინის უშიშროების სამსახურის დაკვეთით, ჟურნალისტ ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობას ამზადებდნენ.