კომპანია „თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 26 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, ჯანჯღავას, კაჭარავას, იპოლიტოვ-ივანოვის, სარაჯიშვილის, ჭედიას, კობერიძისა და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნისა (ნაწილობრვი) და სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ნადარეიშვილის, გაზაფხულისა და კამანის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილისა (ნაწილობრივ) და სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რონდელის, ონიანის, ლუბლიანას, ჭიაურელის, ჩაჩავასა და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ჭიაურელის, ლიუბლიანას, ახმეტელის, ბელიაშვილის, მიქელაძისა და ბოხუას ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ქისისა და მშველიძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიისა (ნაწილობრივ) და მუხრანის ქუჩის მოსახლეობას.
“ალია’