ჯერ ომი არ დაწყებულა… ზელენსკის გუნდი გასაქცევად იმზადებს საქართველოს… აზერბაიჯანი საცხოვრებლად არ მოსწონთ… – ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, “ალტ–ინფოს” ეთერში, აცხადებს:

რამოდენიმე ტელევიზიაში სხედან ე.წ. ჩვენი კოლეგები და საუბრობენ, რომ ბანდერა კარგი ტიპი ყოფილა, ჰიტლერი ყოფილა ერთი ავსტრიელი მხატვარი, ექიმი მენდელი რომ არ ყოფილიყო, თურმე, ბევრი დაავადება კაცობრიობას შეიძლება არ სცოდნოდა და მერე რა, რომ მილიონობით ებრაელი შეიწირა, თურმე ნაციზმი კი არ იყო რეალურად, ცუდი იყო სტალინი, მისი დაწყებულია ეს ყველაფერი, აგერ 9 მაისი მოდის და პირდაპირ გვეუბნებიან, მიდით და ჩააფურთხეთ თქვენი მამა–პაპების საფლავებს. ჩემი დიდი ბაბუები ფრონტის ხაზზე დარჩნენ და მე გადავხაზო ჩემი ბიოგრაფია, იმიტომ რომ ასე უნდა ზელენსკის?

სულ დარჩა 500 000 საჯიშე ბიჭი… ბოლო 30 წელიწადში, 3 ომი წაგებული გვაქვს, მეოთხე ომს თუ წამოვიწყებთ, აუცილებლად წავაგებთ და ეს 500 000 ბიჭი განადგურდება.

რუსეთმა გააკეთა განცხადება, რომ ისინი გადავლენ საომარ რეჟიმზე. არა, ჯერ ომი არ დაწყებულა…

ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს მესამე მსოფლიო ომია და დაიწყო 2020 –ში, ჯერ პანდემია დაარქვეს, მერე გადმოვიდნენ საომარ ვითარებაზე და მესამე იქნება შიმშილი და არახამიას უნდა შიმშილი, თუ ზელენსკის? მათ ხომ გაზრდილი აქვთ მადა.

როგორც კი რუსები დაარქმევენ ამას ომს, გაზსადენსაც ააფეთქებენ, ოღონდ დაელოდებიან ცივ დღეებს, ეს ზაფხული შეიძლება ასე ყანყალით გაატარონ, არსად არ ეჩქარება რუსეთს, მას დიდი რესურსები აქვს… რუსეთი უკვე არ გამორიცხავს რომ ომი გაგრძელდეს გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში და ამერიკაში, ეს არის სერიოზული განცხადება და რას იზამს ამ დროს ზელენსკის გუნდი? ჩამოვა საქართველოში.

მთავარი მოქმედი პირი მათთვის ახლა არის საქართველო, დამთავრდება უკრანაში ისე, როგორც უნდა დამთავრდეს – ეს არის დანაწევრება უკრაინის, მათ სთხოვენ პასუხს, როგორც მოვთხოვეთ პასუხი სააკაშვილს და ისინი გასაქცევად იმზადებენ საქართველოს, არახამიას და ადეიშვილის თამადობით, სააკაშვილი ტყუილად კი არ ჩამოსულა საქართველოში, ის დახვდება აქ და ეს იქნება მათი გაბრწყინებული საქართველო. რატომ არ ებრძვია აზერბაიჯანს? აზერბაიჯანი საცხოვრებლად არ მოსწონთ. საქართველო მათთვის გადასარევი ქვეყანაა, მით უმეტეს, რომ 2024–ში ჩვენ ვიქნებით გამტარი ქვეყანა ევრაზიის ნაწილზე, ამაზე კარგს რას ინატრებენ?