დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჯეიმს ჰიპიმ განაცხადა, რომ კანონიერი იქნება, თუკი უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე მიიტანს იერიშს დასავლეთის იარაღით.
ჰიპიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინა ასეთ დარტყმებს ახორციელებს იმისთვის, რომ „დაარღვიოს (რუსული) მომარაგების ჯაჭვები, რომლებიც წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირ შეუწყობს ხელს სიკვდილსა და სისხლისღვრას უკრაინის მიწაზე“. მინისტრის მოადგილის სიტყვებით, სამიზნეებს თავად უკრაინელები არჩევენ და არა იარაღის მწარმოებლები და მიმწოდებლები.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ასევე ლეგიტიმურია ანალოგიურ სამიზნეებზე დარტყმები დასავლეთ უკრაინაში. „ეს ომის ნაწილია,“ თქვა ჰიპიმ.