ევროპაში არ არსებობს ერთიანი მიდგომა, თუ როგორ უნდა მოხდეს რუსული გაზის საფასურის გადახდა. სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა მიდგომებს ამჟღავნებს. უმეტესობა იხრება იქითკენ, რომ რუსეთის პირობებს დასთანხმდნენ და რუსულ ბანკ “გაზპრომბანკში” გახსნილ სპეციალურ ანგარიშებზე დარიცხონ ევრო ან დოლარი, რომელიც მერე უნდა გადაიყვანონ რუბლში. თუმცა არსებობენ “ყველაზე ამაყებიც”, რუსეთის გუშინდელი ყმები, რომლებიც რუბლებს “უკადრისობენ”. გთავაზობთ შემაჯამებელ ინფორმაციას, მოცემული ეტაპისთვის, რომელიც ტელეგრამ-არხმა Colonelcassad გამოაქვეყნა:
1. გაზპრომმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ პოლონეთსა და ბულგარეთში გაზის მიწოდება შეჩერებულია გაზის რუბლით გადახდაზე უარის გამო.
2. ადრე პოლონეთი და ბულგარეთი აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ, გადაიხადონ მხოლოდ ევროში და არ გამოიყენებდნენ რუსეთის მიერ შემოთავაზებულ სქემას.
3. გუშინ მათ გაზპრომიდან შეტყობინების წერილები გაეგზავნათ, სადაც ნათქვამია, რომ ამასთან დაკავშირებით 27 აპრილიდან მიწოდება შეწყდა.
4. ამავდროულად, უნგრეთმა გამოთქვა მზადყოფნა, გადაიხადოს გაზის საფასური “გაზპრომბანკში” გახსნილი ანგარიშის მეშვეობით, ევროს რუბლებში გადაყვანის გზით.
5. უნგრეთი მიიღებს გაზს ბულგარეთის გავლით ტრანზიტულად, ამიტომ გაზის გარეშე არ დარჩება.
6. თუკი ბულგარელები დაიწყებენ სატრანზიტო გაზის პარვას, ამ შემთხვევისთვის გაზპრომი აცხადებს, რომ მოახდენს ტრანზიტის მოცულობის შემცირებას მოპარული გაზის რაოდენობით.
7. პოლონეთისა და ბულგარეთის გათიშვის შესახებ გამოცხადების შემდეგ ევროპაში გაზმა მკვეთრად გაძვირება დაიწყო (1 ათას კუბურ მეტრ გაზზე ფასი 1300 დოლარამდე ავარდა).
8. პოლონეთსა და ბულგარეთში მიწოდების აღდგენა შესაძლებელია, თუკი ისინი დასთანხმდებიან გაზის საფასურის რუბლებში გადახდას.
ჩვენ მოუთმენლად ველით მოვლენებს გერმანიაში, სადაც მსხვილი გერმანული ბიზნესი წუწუნებს, რომ რუსულ გაზზე უარის თქმა გერმანიას მიიყვანს ეკონომიკურ კატასტროფამდე და ხანგრძლივ რეცესიაში ჩააგდებს.