“სასწრაფოდ შევიკრიბოთ, კარვებიც დავცეთ… თავგანწირული 10 000 კაცი რომ იდგეს, რა ძალა იქნებოდა მწამებელის კარის შესალეწად?” – მეგი გოცირიძე

“მათ შორის მეც ვიყავი, ვინც მიშას ჩამოსვლის მომხრე იყო და არა იმიტომ, რომ ჩვენი ხალხის იმედი მქონდა ან საერთაშორისო თანამეგობრობის, პირდაპირ რომ ეუბნებოდნენ ნუ გააკეთებ ამას, პუტინის ტყვეობაში საკუთარი სურვილით ნუ ჩავარდები, მყისიერად ვერ გიშველითო, არამედ იმიტომ ვიყავი მისი ჩამოსვლის მომხრე, რომ რამდენჯერმე თქვა ჩამოვალო, და ამიტომ…

მე პირადად ვუთხარი, ძალიან დიდი უკმაყოფილება კი არის, მაგრამ, ჩვენი ხალხის თავგანწირვის იმედი არ მაქვსმეთქი და იცით რა მიპასუხა? მე მაქვს ჩემი ხალხის იმედიო, ოღონდ მაშინ, რომ მოესმინათ მისთვის და ჩამოსულიყო, როცა ზოგი იდაყვს სთავაზობდა, ზოგი მუშტს და ზოგიერთი იმას, რომ გართიანებაში ხელს შეუშლიდა, მათ კისერზეა ყველაფერი, რაც მიშას თავს ხდება და ზოგადად ქვეყნის თავს….

რაც ოპოზიციურ ფლანგზე ხდება, სრული მარაზმია და ამაში ყველას ვეთანხმები, რაც შეეხება იმას, რომ უკრაინაში ყოველგვარი ლიდერების გარეშე ხალხმა 3 დღეში დაიხსნა მიშა, ამ ხალხთან ახლოსაც რომ ვერ მივალთ, ეს ვნახეთ, როცა იმას ვერ მივაღწიეთ, ქოჩრით გვეთრია იქეთ მკვლელი იუსტიციის მინისტრი და აქეთ ეს პრეზიდენტად წოდებული პუტინის დასმული.

რაც შეეხება იმის ძახილს, რომ თითქოსდა მელიამ დაშალა მრავალათასიანი მიტინგი, არის ბოდვა! და ავხსნი რატომაც: მიტინგი იგეგმება, არა ერთი პირის მიერ, არამედ იგეგმება ლიდერშიპის მიერ, აქვს სტრატეგია, ტაქტიკა და მათ შორის რითი სრულდება ან გრძელდება …

მე მაგალითად ვისურვებდი სრულიად სხვაგვარად დასრულებულიყო ის მიტინგი, მაგრამ აქ არ ვაპირებ ამაზე საუბარს, ოღონდ იმას მაინც ვიტყვი, რომ შენ, ვინც ბინძურ კამპანიაში ხარ ჩათრეული და სასარგებლო იდიოტი ან სულაც იდიოტი ხარ, მიშას სასამართლოებზე მომსვლელ ერთსა და იმავე სახეებს შეხედე, მერე სარკეში ჩაიხედე და საკუთარ თავს ჰკითხე, ნიკაზე მეტად გსურს მიშას გარეთ ყოფნა, ნიკაზე უკეთ გესმის, მიშას საკითხი სად წყდება და ნიკას ზურგს უკან, თავგანწირული 10 000 კაცი რომ იდგეს, რა ძალა იქნებოდა ნებისმიერი მწამებელის კარის შესალეწად?

5 000 მეგობარი მყავხართ, ემიგრანტებმა ოჯახის წევრების სახელები და კოორდინატები მომწერეთ, აქაურებმა პირადი, სასწრაფოდ შევიკრიბოთ გარეწარ ბრეგაძის უწყებასთან, კარვებიც დავცეთ და არ შევუშვათ ჩვენს მიერ აშენებულ სამინისტროში, აბა გელოდებით, დაწერეთ ვინ ხართ და რამდენი ხართ, 5 000 მეგობრიდან თუ 500 მაინც ვერ შევგროვდით და ზუსტად ვიცი ვერ შევგროვდებით იმიტომ, რომ გაატარებთ ამ პოსტს, დაიმალებით, წახვალთ მეზობელ პოსტებზე და თავისუფლება მიშას, ძირს მელიაო დაწერთ, სულ ეს ხართ და იმიტომ!”

“ენმ”–ის წევრი, მეგი გოცირიძე; სოციალური ქსელი