კანადა აპირებს რუსი ბიზნესმენების გაყინული თანხები უკრაინას გადასცეს

კანადა აპირებს სანქცირებული რუსი ბიზნესმენებისა და ჩინოვნიკების გაყინული თანხები უკრაინას გადასცეს.

Reuters-ის ინფორმაციით, კანადა აპირებს შეცვალოს კანონმდებლობა სანქციების შესახებ, რათა სანქცირებული პირების გაყინული თანხები უკრაინაში ომით დაზარალებულ მოსახლეობას გადაეცეს ან უკრაინის აღმშენებლობას მოხმარდეს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მელანი ჟოლიმ.

– “ჩვენ გვინდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ არა მარტო გავყინოთ სანქცირებული პირების თანხები, არამედ მოვახდინოთ მათი კონფისკაცია და გამოვიყენოთ ის ომით დაზარალებული უკრაინელებისა და საერთოდ უკრაინის დასახმარებლად” – აცხადებს ის.

წყარო: newposts.ge