როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

28 აპრილს ქუთაისში +25 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმშიც, სადაც დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ფოთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც მზიანი დღეა. დღისით ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში იწვიმებს. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი. ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს.

იწვიმებს ბორჯომშიც, სადაც დღისით +28, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში მზიანი დღე და +29 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი.

გუდაურში წვიმაა ნავარაუდები. დღისით +18 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +18, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც იწვიმებს, დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

რუსთავში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში მცირე წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი.