როცა 1991 წელს, საბჭოთა კავშირი დაიშალა, დასავლეთმა ერთპიროვნულ, გლობალურ მმართველად გამოაცხადა საკუთარი თავი…
თქვა, რომ დღეის ამას იქით, ისტორია დამთავრდა და პატარპატარა “იდეოლოგოურ გაუგებრობებს”, ნელნელა მივხედავთო.(ერთერთი ჩვენ ვართ)
თუმცა, პროცესში ბევრი შეცდომა დაუშვეს, როგორც
იდეოლოგიური,
(გენდერული თეორიები ავღანეთში)
პოლიტიკური (კოსოვოს აღიარება)
ეკონომიკური,(დეინდუსტრიალიზაცია, რამაც ჩინეთის აღზევება გამოიწვია) ისე
სამხედრო (სერბეთი, ავღანეთი, ერაყი, სირია, ლიბია)
რამაც, მსოფლიოს თვალში, კოლექტიური დასავლეთის, “მორალური უპარატესობის”დაკარგვა გამოიწვია.
შედეგად, ახალმა გეოპოლიტიკური მიზიდულობის ცენტრებმა იწყეს გააქტიურება- ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, ბრაზილია, თურქეთი და რა თქმა უნდა რუსეთი.
90-იანების მერე, ეტაპობრივად, რუსეთი, გეოპოლიტიკური ობიექტიდან, გეოპოლიტიკურ სუბიექტად იქცა.
მთელი ამ პროცესების განმავლობაში, იდეოლოგოური ტოქსიკოზით დაავადებული ტვინები იმეორებდნენ:
“რუსეთი ვერ გაბედავს საქართველოში შეჭრას”- არადა გაბედა..(2008 წელი)
“რუსეთი ვერ გაბედავს ყირიმის მიერთებას”- არადა გაბედა..(2014 წელი)
“რუსეთი ვერ გაბედავს სირიის კონფლიქტში ჩარევას”- არადა გაბედა.(2015 წელი)
“რუსეთი ვერ გაბედავს ყარაბაღის კონფლიქტში ჩარევას”- არადა გაბედა(2020 წელი)
“რუსეთი ვერ გაბედავს ყაზახეთში ჯარების შეყვანას”- არადა გაბედა(2022)
“რუსეთი ვერ გაბედავს უკრაინაში შეჭრას”- არადა გაბედა.(2022)
ახლა იმეორებენ-
“რუსეთი ვერ გაბედავს ატომური იარაღის გამოყენებას”..
არადა, თუ დასჭირდება გარკვეული გეოსტრატეგიული ინტერესების დასალაგებლად, არათუ გაბედავს, სხვანაირად ვერც მოიქცევა.
მერკანტილურ, სტრატეგიულ ინტერესებზე დაფუძნებული კაცობრიობის ისტორია ასეთია- ულმობელი და დაუნდობელი.
მორალური და ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ქვეყნების ასეთი ქცევა, რა თქმა უნდა მიუღებელია და დასაგმობია, თუმცა გეოპოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე – უკიდურესი აუცილებლობაა.
თან, რამდენიმე წლის წინ სამხედრო დოქტრინაში შეიტანეს ცვლილება- “ატომური დარტყმა შეიძლბა განხორციელდეს არაატმურ ქვეყანაზეც, თუ ის, რუსეთის არსებობას უქმნის საფრთხეს”.
ასე, რომ ვინც ახლა იძახით-
“რუსეთი მარცხდება და როგორც იმპერია, სამუდამოდ დასამარდება. ატომური იარაღის გამოყენებას კი ვერ გაბედავს”,
ჯერ ერთი, არაფერი გესმით პოლიტიკაში და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და
მეორე – ხართ ან
მენტალურად და იდეოლოგიურად გაჩანაგებულები, ან
სისხლისღვრის სეირის ფეტიში გაქვთ, ან
უბრალოდ გავლენის აგენტები ხართ.
პ.ს. ატომური იარაღი ისტორიაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად, აშშ-მა გამოიყენა 1945 წელს იაპონიაში. პირველი 10 წუთის განმავლობაში, 200 ათასამდე ადამიანი- ცოცხლად დაიწვა.
პ.ს.ს. არავის არ ვაშინებ, არავის არ ვაფრთხობ, არავის არ ვზაფრავ – ვამბობ იმას, თუ რა წესები მართავს პოლიტიკურ პროცესებს.
რევაზ კილასონია, პოლიტოლოგი; სოციალური ქსელი