ბრიტანეთის დაზვერვა – მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა დაკარგა სადესანტო გემი „სარატოვი“ და კრეისერი „მოსკოვი“, შავი ზღვის ფლოტი ინარჩუნებს უკრაინულ და სანაპირო ობიექტებზე თავდასხმის შესაძლებლობას.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა დაკარგა სადესანტო გემი „სარატოვი“ და კრეისერი „მოსკოვი“, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ინარჩუნებს უკრაინულ და სანაპირო ობიექტებზე თავდასხმის შესაძლებლობას, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო ცნობებშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, შავი ზღვის საოპერაციო ზონაში რუსეთის საზღვაო ძალების 20-მდე ხომალდი, მათ შორის წყალქვეშა ნავები იმყოფება. ასევე, ბოსფორის სრუტე ყველა არათურქული ხომალდისთვის დახურულია, რის გამოც რუსეთი შავ ზღვაში ჩაძირული კრეისერ „მოსკოვის“ შეცვლას ვერ შეძლებს.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine – 28 April 2022
Find out more about the UK government's response: https://t.co/kGpbSP2o7L
🇺🇦 #StandWithUkraine 🇺🇦 pic.twitter.com/PKEHRgHGJ6
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) April 28, 2022
წყარო: 1tv.ge