გუშინ, ვაზისუბანში ერთ-ერთი კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ბინაში გარდაცვლილი ცოლ-ქმარი იპოვეს. პირველადი ვერსიით, გარდაცვალება ხანძარს დაუკავშირეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმარს ცეცხლსასროლი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.
სავარაუდოდ, ორივე მათგანი ჯერ იარაღით მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით სახლში ხანძარი გააჩინეს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია შვილი, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილი.
გუშინ ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გაჩნდა – როგორც “რუსთავი 2-ს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა ბინაში 2 გვამი იპოვეს.
“ალია”