მხოლოდ ბოიკოტი არ არის საკითხი, რომელზეც უნდა ვკონცენტრირდეთ – თინა ბოკუჩავა.
ყველა გონიერ ადამიანს, რომელსაც საქართველოს საუკეთესო ინტერესი აქვს მხედველობაში, კარგად ესმის, რომ როდესაც პოლიტიკურ ტყვეობაში მყოფ ქვეყნის პრეზიდენტს ხელისუფლება მიზანმიმართულად კლავს, იმ ქვეყანას სამწუხაროდ, ევროპული მომავალი ვერ ექნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ერთადერთი გონივრული ნაბიჯი და მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით, ევროპულ ქვეყანაში გადაიყვანოს.
– „ამიტომ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ის ერთადერთი გონივრული ნაბიჯი, რაც მდგომარეობს პრეზიდენტი სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით გადაყვანაში ევროპულ ქვეყანაში, რის მზაობასაც ღიად აცხადებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და რა თქმა უნდა, მე ამ საკითხს მინდა აქვე დაგიდასტუროთ, ვაჟღერებ ყველა საერთაშორისო დელეგაციასთან და მინდა, გითხრათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ესმით, რომ ეს არის ერთადერთი ნორმალური, გონივრული და სწორი გამოსავალი არა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის პიროვნულად, არამედ ამ ქვეყნის ნორმალური, დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის“ – განაცხადა ბოკუჩავამ.
წყარო: ptn.ge