პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, ამ დროისათვის უკვე 1 900-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა.
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1 900 რაკეტა გაისროლა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
როგორც აშშ-ის სამხედრო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, საჰაერო დარტყმების უმეტესობა მარიუპოლსა და დონბასზე მოდის.
პენტაგონის ინფორმაციით, როგორც საჰაერო, ისე სარაკეტო იერიშები ძირითადად რუსეთის ტერიტორიიდან ხორციელდება.
– “თვითმფრინავები რუსული ავიაბაზებიდან მოფრინავენ, იგივე ეხება რაკეტების გამშვებ დანადგარებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზეა განლაგებული” – განაცხადეს პენტაგონში.
წყარო: 1tv.ge