ჩვენ (ქართველებმა!) არა მხოლოდ ყველა პრობლემაზე
პასუხის გაცემა ვერ მოვახერხეთ, არამედ ამ პრობლემების
იდენტიფიკაციაც ვერ შევძელით!
პასუხები, რომლებიც ჩვენ ვიპოვეთ, ემსახურება არა რეალური პრობლემების გადაწყვეტას, არამედ მათ ჩანაცვლებას ყალბი ორიენტირებითა და ზერელე წარმოდგენებით.
ახლა ჩვენ ვგრძნობთ, რომ დაბნეულები ვართ როგორც
არასდროს, მაგრამ ჩვენ დაბნეულები ვართ არა უფრო
მაღალ დონეზე და არა სამომავლო უფრო მნიშვნელოვანი
და რთული საკითხების გამო, არამედ დაბნეულები ვართ
იმავე დონეზე, რა დონეზეც დაბნეულები ვიყავით 100 წლის
წინათ: ჩვენ წავეჩხუბეთ დროს, დავუწუნეთ ახალი
გარემოებები და წარსულ დროებაში ვამჯობინეთ ყოფნა..
არადა, ახლა, ჩვენი დაბნეულობა უფრო მაღალი დონისა უნდა ყოფილიყო, დაკავშირებული შეცვლილ გარემოებებთან და ახალ შესაძლებლობებთან.
ჩვენ კი…
ახალი შესაძლებლობები ძველ პრობლემებად ვაქციეთ!
დემურ გიორხელიძე; სოციალური ქსელი