თურმე ბაღნარი და ჩიტების ჭიკჭიკი დააწყნარებს გალიაში გამომწყვდეულ მიშას?
მიშას ენაზე მოჭიკჭიკე ექიმებს მინდა გკითხოთ, თქვენ ხომ არ უბერავთ? რა ბაღნარი,რა ჭიკჭიკი,რა ჰაერის შეცვლა?სამკურნალოები თქვენ ხართ,ასე როგორ დაეცით სულით,რომ საკუთარ თავმოყვარეობას ყიდით და დამნაშავე პრეზიდენტს გაურკვეველი,სასაცილო დასკვნებით ამართლებთ…ჰიპოკრატეს ფიცი მაინც არ დაგიდიათ?
ისე მიშა! შენც გეკითხები…როდესმე დაინტერესებულხარ, შენ დროს პატიმრებს როგორი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ქონდათ ან ციხიდან გამოსულები რას გრძნობდნენ? გიკითხავს მათი დედებისთვის თუ ოჯახებისთვის,რას განიცდიდნენ მათი პატიმარი ახლობლები? ციხე კი არა საკონცენტრაციო ბანაკები გქონდა მოწყობილი და დაინვალიდებულს უშვებდი პატიმრებს შინ…შენზე ცოტაა უს სასჯელი რაც გაქვს მისჯილი,რადგან მთელი საქართველო ფსიქოლოგიურად შეარყიე და ელდა ჩაუსახე გულში…ღირსია ყველა ექიმი,შენ მოგისვან გვერდით აფერისტობისათვის და იმ ტყუილი დასკვნების წერისთვის,რასაც საზოგადოებას ახვევენ თავს….
არ გამოგივათ მორიგი სიყალბე არავის და ნუ ახუნტრუცდებით ტყუილად, კარგად ვიცნობთ თქვენ მოდგმას?? სწორედ თქვენ აგიჟებთ გალიაში გამოკეტილ მიშას და აიმედებთ?სწორედ მაგიტომ არის,რომ მადაც კი დაკარგა კაცმა “სიხარულისგან” და მომავლის იმედიც ჩაისახა?გაეშვით,გაანებეთ თავი,დაწყნარდება და ჭამასაც დაიწყებს….ბაღნარი და მოჭიკჭიკე ჩიტები კი გამიგია სამოთხეშიაო?იმ სამოთხეში,სადაც სააკაშვილის ადგილი ნამდვილად არ არის….
P.S. იმედია,არ დამბლოკავენ ამ პოსტის გამო??
თეა ბარნაბიშვილი; სოციალური ქსელი