ვინც დღეს უკრაინას აქეზებს, ის მისი ყველაზე დიდი მტერია! – ზაურ ნაჭყებია

ომის გამართლება არ შეიძლება.მითუმეტეს, ჩემთვის, როგორც მართლმადიდებლისთვის, კატეგორიულად მიუღებელია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში საომარი მოქმედებების გაგრძელება რუსეთის მხრიდან, უკრაინის ტერიტორიაზე.

თუმცა, ასევე კატეგორიულად არ მესმის ნატოს გენმდივნის , იენს სტოლტენბერგის, რომელიც ღიად აცხადებს, რომ რამდენი წელიც არ უნდა დასჭირდეს უკრაინას დახმარება, ისინი დაეხმარებიან!
რა გამოდის?
რუსეთის დასასუსტებლად და ახალი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად, უკრაინა საზარბაზნე ხორცად აქციეს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსეთთან ერთად უკრაინის მზეც ჩაესვენოს?!
თუმცა, არსებობს ბუმერანგის პრინციპიც…
სამწუხაროდ, ბლეფია , რომ უკრაინა იბრძვის საკუთარი ტერიტორიის დასაცავად(ხალხს ასე აჯერებენ) , ხოლო , ბოროტებაა, მოუწოდო იგივე უკრაინას, იბრძოლოს უკანასკნელ უკრაინელამდე!
უკრაინის ე.წ. სტრატეგიული პარტნიორებიდან , რატომ არავის წამოცდება , იტვირთონ დაზავების მისია და ამით ერთ-ერთი მდიდარი ევროპული პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, პოლიტიკური რუქიდან გაქრობას გადაარჩინონ?!
ვინც დღეს უკრაინას აქეზებს, ის მისი ყველაზე დიდი მტერია!
ეს რომ ასეა, მალე მთელი მსოფლიო დარწმუნდება, მაგრამ, უკვე ძალიან გვიან იქნება!!!
და კიდევ : ტვინამღვრეულები და ორ გროშად გაყიდულები, სოციალურ ქსელში უტიფრად ქოთქოთებენ:ამ ბოლო ხანებში 4000 რუსი დასაქმდა ასაქართველოშიო.
საინტერესოა , რა იგულისხმება დასაქმებაში და ეგრეც რომ იყოს, ამაზე ხმამაღლა აპელირება როგორ შეიძლება, როცა თითქმის ერთი მილიონი თანამემამულე რუსეთშია გადახვეწილი და ლამის მთელ საქართველოს ინახავს?!
პროვოკატორებს საკადრისი პასუხი დროზე უნდა გავცეთ, რომ ჩვენი დუმილითა და უმოქმედობით ქარიშხალი არ მოვიმკათ!

ზაურ ნაჭყებია; სოციალური ქსელი