“ჯერ კიდევ სტუდენტი, სააკაშვილის დავალებით, კურსელებს 30-30 ლარს ურიგებდა, გია მეფარიშვილს ლექცია ჩაუშალეთო…”

“რომ არა სააკაშვილის შექმნილი მმართველობის სისტემა, შეიძლება ბაჩო ახალაია სულ სხვა ადამიანი ყოფილიყოო” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

არ იქნებოდა, ბატონო გია, ბატონი ბაჩანა სხვა ადამიანი. თქვენ შეიძლება არ იცოდეთ და ჯერ კიდევ სტუდენტი, მიხეილ სააკაშვილის დავალებით, კურსელებს 30-30 ლარს ურიგებდა, გია მეფარიშვილს ლექცია ჩაუშალეთო.
ერთმა სტუდენტმა გიასთან ეს ფული მიიტანა და უთხრა, ფული რომ არ ამეღო მცემდა, არადა, თქვენ როგორ ჩაგიშალოთ ლექცია, სახლიდან მხოლოდ თქვენი ლექციისთვის გამოვდივარო…
კოკასა შიგან რაცა დგას, ბატონო გია, კოკასა შიგან!

დარეჯან მეფარიშვილი, ჟურნალისტი; სოციალური ქსელი