როგოზინი: რუსეთს უკვე გადაწყვეტილი აქვს, როდის დატოვებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს

რუსეთის კოსმოსური სააგენტო Roscosmos-ის ხელმძღვანელის, დიმიტრი როგოზინის განცხადებით, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროგრამის დატოვება უკვე გადაწყვეტილი აქვთ, თუმცა, თარიღის გახმაურებას ჯერ არ აპირებენ.

“გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მაგრამ ვალდებული არ ვართ, ამაზე საჯაროდ ვისაუბროთ. ერთის თქმა შემიძლია – ჩვენი ვალდებულებებიდან გამომდინარე, ერთი წლით ადრე გავაფრთხილებთ პარტნიორებს საერთაშორისო კოსმოსური სადგურში მუშაობის დასრულების თაობაზე”, – განუცხადა როგოზინმა ტელეკომპანია Россия-24-ს.