დანებებას არ ვითხოვთ, უბრალოდ შეწყვიტონ წინააღმდეგობა – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის პრეზიდენტისგან დანებებას არ ითხოვს, თუმცა ითხოვს წინააღმდეგობის შეწყვეტას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია, TASS ავრცელებს.

“ჩვენ მისგან [ზელენსკისგან] დანებებას არ ვითხოვთ. ვითხოვთ, რომ გასცეს ყველა მოქალაქის გათავისუფლების ბრძანება და შეწყვიტოს წინააღმდეგობა. ჩვენი მიზანი არ მოიცავს უკრაინაში რეჟიმის შეცვლას”, – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, ზელენსკის ამ გზით შეუძლია საკუთარ ქვეყანაში მშვიდობის დამყარება.