ეპიდემიური სურათის და ინფექციური მაჩვენებლის შემცირებასთან ერთად მონაცემების გამოქვეყნების პერიოდულობა შეიცვლება.
კოვიდვითარების შესახებ ინფორმაცია კვირაში ერთხელ, სამშაბათობით გამოქვეყნდება, ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ავრცელებს.
“ეპიდემიური სურათის და ინფექციური მაჩვენებლის შემცირებასთან ერთად, მონაცემების გამოქვეყნების პერიოდულობა შეიცვლება. მონაცემები, რომლებიც აქამდე ყოველდღე ქვეყნდებოდა, ინფიცირებულებზე, გარდაცვლილებზე და დადებითობის მაჩვენებელზე, ამიერიდან გამოქვეყნდება კვირაში ერთხელ, სამშაბათობით,”-აცხადებს გაბუნია.