ფაშიზმის იდეოლოგიით გაჟღენთილმა უკრაინამ, ამერიკელთა გასახარად, წარმატებით წარმოაჩინა თავი სამხედრო ოპერაციის დროს. არ გამართლდა ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსისა და ექსპერტის ვარაუდი უკრაინელი ხალხის რუსეთის ჯართან ყვავილებით დახვედრის თაობაზე. არადა, უკრაინაში რუსულენოვანთა რაოდენობა 80%-ს აღემატება, ხოლო რუსული წარმოშობის ადამიანთა რაოდენობა 20-25 მილიონს შეადგენს.
მაშ, როგორ მოახერხეს ერთმა მუჭა ნაცისტებმა მოსახლეობის უმრავლესობაზე ესოდენ დიდი ზეგავლენის მოპოვება?
მაიდნის რევოლუცია კოლექტიურმა დასავლეთმა 2014 წელს მოაწყო. 2014-დან 2022 წლამდე არცთუ დიდი დროა ერის გადაგვარებისთვის, მაგრამ გადაგვარება ხომ გაცილებით ადრე დაიწყო, თუნდაც საბჭოთა პერიოდში?
ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ლამარა ჭყონია, რომელიც კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრშიც მოღვაწეობდა, თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს იმ აგრესიულ ნაციონალიზმზე, რომელიც კატეგორიულად მოითხოვდა იტალიური ოპერების უკრაინულ ენაზე შესრულებას და არა მარტო იტალიურის, სხვა ქვეყნებისაც.
მსგავს მოთხოვნას გამსახურდიას ხელისუფლების დროსაც ჰქონდა ადგილი, როდესაც უზენაესი საბჭოს ზოგიერთი წევრი სხვა ქვეყნის ოპერის გაქართულების ინიციატივით გამოდიოდა.
ანტირუსულმა პროპაგანდამ ყოვლისმომცველობა დამოუკიდებლობის პირველსავე დღეებში შეიძინა. ტელეგადაცემები, ბეჭდური მედია, სკოლის სახელმძღვანელოები, წიგნები, ბროშურები გაჟღენთილი ფაშისტური იდეოლოგიით და ანტირუსობით უდავოდ შეძლებდა ფართო საზოგადოების გადაგვარებას.
მარტო პრეზიდენტ კუჩმას წიგნი რად ღირს, ასეთი სათაურით „უკრაინა რუსეთი არ არის“.
30 წლის განმავლობაში უკრაინელს თავში უტენიდნენ ლოზუნგს — „უკრაინა, რუსეთი არ არის!“. მაშ რა არის უკრაინა? — იკითხავს მკითხველი. უკრაინა მაღალი რასის ქვეყანაა — ყველაზე მაღალი მსოფლიოში, გაცილებით მაღალი, ვიდრე რუსეთი — იყო პასუხი.
სიტყვა „იყო“ რატომ წარსულში? დღეს, სამშობლოდან სხვა ქვეყნებში გაქცეული უკრაინელების ქცევა — ერთობ გამომწვევი, მასპინძელთა მიმართ ქედმაღლური, განა ამის დასტური არ არის? სტუმარი რომ მასპინძელს პასპორტს უჩვენებს და უფასო მომსახურებას მოსთხოვს, იმიტომ, რომ უკრაინელია, ანუ ევროპელთა გადამრჩენელი „მაღალი რასის“ წარმომადგენლის შესაფერისი ქცევის დასტური არ არის?
რას უპირისპირებს უკრაინული ნაციზმის იდეოლოგიას რუსეთი? არც არაფერს, გარდა რაღაც გაურკვეველი იდეოლიგიის მსგავსისას.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი შეუდგა ისეთივე ცხოვრებას, როგორც დასავლეთი, ოღონდ ერთის განსხვავებით — იდეოლოგიის გარეშე. მან რატომღაც ჩათვალა, რომ იდეოლოგია საჭირო არ არის. მთავარია „კარგი ცხოვრება“, ისეთი, როგორიც დასავლეთშია, უფრო სწორად მის ვიტრინაში.
თანამედროვე რუს პოლიტიკოსებს, საბჭოთა იდეოლოგიით გაბეზრებულებს, აღარ სურდათ ახლის მშენებელი საბჭოთა ადამიანის იდეით ცხოვრება. მათ საღეჭი რეზინები და ჯინსები ხიბლავდათ, მდიდრულ რესტორნებში ქეიფი, ძვირი ავტომანქანებით გადაადგილება, ფეშენებელური ვილების მშენებლობა და ა.შ.
მათ პირადი ყოფა ხიბლავდათ, საერთოს ნაცვლად. პატრიოტიზმი, ქვეყნის სიყვარული, დასავლური ბრენდების, ფუაგრას თაყვანისცემამ ჩაანაცვლა და როდესაც სამშობლომ პატრიოტიზმი მოითხოვა, სამშობლო მიატოვა.
ფაშისტურ უკრაინაში რუსეთი უალტერნატივო იდეური სიმბოლოებით შევიდა, ისევ ძველის გამოყენებით, ანუ საბჭოთა კავშირის წითელი დროშით. მაგრამ შეძლებს კი მის წინააღმდეგ აფრიალებულ უკრაინულ, ამერიკულ, ევროკავშირულ დროშებთან ბრძოლას?
საბჭოთა წითელ დროშას, რომელიც რეიხსტაგზე აფრიალდა და ფაშიზმის დამარცხება ამცნო მსოფლიოს, დღესაც დიდი ძალა ჰქონია. სწორედ ის არის მთავარი მამოძრავებელი უკრაინის ამჟამინდელ ფრონტზე. დღესაც, ისე, როგორც 77 წლის წინ ის ფაშიზმს ებრძვის და მასთან ერთად გაფაშისტებულ კოლექტიურ დასავლეთს, უკრაინის ფრონტზე რუსეთის წარმატებებით საგონებელში ჩავარდნილს.
კოლექტიური დასავლეთი ტყავს იძრობს, რათა უკრაინამ გააგრძელოს ომი რუსეთის დამარცხებამდე, მაგრამ, როდესაც საწინააღმდეგოს ხედავს, ნაცვლად სიმართლისა და მასთან შეგუებისა ტყუილებით ბერავს საკუთარ მოსახლეობასაც და სხვასაც.
„უკრაინა იგებს ომს“, — აცხადებს ის და აიძულებს სხვასაც იგივეს გამეორებას, მათ შორის ჩვენც და ჩვენც უსირცხვილოდ ვიმეორებთ, თვალს ვხუჭავთ რა ნეოფაშიზმზე, ამჯერად უკრაინულზე, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში საყოველთაოზე.
რუსეთის წინააღმდეგ ევროპელთა აგრესიულობამ კულმინაციას მიაღწია, თანაც ისეთს, როდესაც აღარავინ აქცევს ყურადღებას რამდენად დამანგრევებელია ეს აგრესიულობა თვით ევროპისთვის. მთავარი არის რუსეთისთვის ძლიერი დარტყმის მიყენება, ნებისმიერი საშუალებით.
რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირება მიგვანიშნებს იმაზე, რომ ის გადავიდა „ურთიერთგანადგურების“ სტადიაში. განა ამაზე არ მეტყველებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ჯონსონის, საგარეო საქმეთა მინისტრის ტრასის, თავდაცვის მინისტრის უოლესის, სხვათა განცხადებები?
რით დამთავრდება ეს შერკინება და იქნება თუ არა ომის შემდგომი პერიოდი მსოფლიოს ახალი წესრიგის მომასწავებელი, ანუ ახალი იალტის, მომავალი გვიჩვენებს — არა შორეული და ვირტუალური, არამედ უკვე ხვალინდელი და რეალური.
ჰამლეტ ჭიპაშვილი