რა მოგვიტანა 30 წლიანმა “ამერიკულმა მმართველობამ” და ე.წ. დასავლურმა კურსმა!?
კარგად მაქვს გააზრებული როგორი ზეწოლის ქვეშ არის ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა ის საქართველოს პრემიერ მინისტრია და სულ, რომ “ქვესკნელიდან ამოსული გველეშაპი” ემუქრებოდეს გადაყლაპვით, ვალდებულია იმოქმედოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
… ბოლო 30 წელია ჩვენ უკვე გამუდმებით, თითქმის ერთ წრეზე გვატარებენ.
საქართველომ “ამეროკული მმართველობის” პერიოდში დაკარგა ქვეყნის 20% ზე მეტი.
მიიღო ასიათასობით გაუბედურებული და გაღატაკებული ლტოლვილი.
უმძიმეს და მეტწილად ღირსების შემლახველ სამუშაოებზე, ემიგრაციაში გადაიხვეწა 2 მილიონ ქართველზე მეტი.
მთლიანად განადგურდა მრეწველობა და სოფლის მეურნეობა.
ერთი ორად გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რიცხვი.
სიღარიბე და გაუსაძლისი ცხოვრების პირობები, ქვეყანაში ყოველდღიურად იკრეფს ძალებს!!!
საგარეო პოლიტიკის დონზე ავიყვანეთ “პუტნი ხუილოს” ძახილი და ხელისუფლებებმა გრანტებით გასუქებული “NGO” სექტორის ჭკუაზე დაიწყეს სიარული.
ცილისწამება, დაცინვა, შეურაცხყოფა, დაბრალება და “იარლიკების” აწებება, თითქმის ჩვეულებად და პოლიტიკის ნაწილად გადაიქცა.
აღარაფეს ვამბობ, სახელმწიფოს “კაზინო / ბორდელებში” ჩაძირვასა და ბანკების მიერ ჩვენი ხალხის “გაკულაკებაზე”.
ამ ყველაფერთან ერთად კი ქვეყანაში, ნარკომანიისა და სრული გარყვნილების პროპაგანდა უმაღლეს ზენიტშია აყვანილი.
მართლმადიდებლური ეკლესიის ნგრევა კი უკვე სრულიად აშაკარად და თითქმის დაუფარავად “კოლექტიური დასავლეთის” ნომერ პირველი ამოცანა გახლავთ.
მგონი სამართლიანი კითხვაა – აღარ კმარა?
აღარ არის საკმარის, რომ ერთ დღესაც როგოც ამ ქვეყნის აბსოლიტურმა უმრავლესობამ, ისევე ხელისუფლებამაც გააცნობიეროს, რომ ამ ქვეყანაში ცვლილებების დროა!!!
აქ რა თქმა უნდა არა მხოლოდ მენეჯერების, არამედ მასთან ერთად, მთლიანად ქვეყნის მართვის კურსი და მოდელიც შესაცვლელია!
წყარო: infoanalytical.ge