დავით თარხან-მოურავი – ყველაფერზე, რასაც ახლა ლაპარაკობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კულება, ჩვენ ვსაუბრობდით 2020 წლის არჩევნების პერიოდში.
ყველაფერზე, რასაც ახლა ლაპარაკობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კულება, ჩვენ ვსაუბრობდით 2020 წლის არჩევნების პერიოდში. ჩვენ ვამბობდით, რომ მსოფლიოში იწყება სრულიად ახალი პერიოდი, ნეიტრალიტეტის პოლიტიკის პერიოდი, რამაც შეიძლება მშვიდობა მოუტანოს ჩვენი ტიპის პატარა ქვეყნებს და ჩვენ ვამბობდით, რომ ეს უნდა განხორციელდეს გაეროს უშიშროების საბჭოს დონეზე!
უნდა შემუშავდეს უსაფრთხოების გარანტიები. ახალი წესები უნდა შემუშავდეს, როგორ იქნება ეს გარანტიები უზრუნველყოფილი. ამ მოძრაობას იწყებს უკრაინა!
მეორე – რატომაა ასეთი ცვალებადი პოზიცია უკრაინაში. აქ ამერიკაა განმსაზღვრელი. ამერიკაში პოლიტიკური წონის მქონე საზოგადობა დღეს ორადაა გაყოფილი. არის ომის პარტია, აქ ხელისუფლების წარმომადგენლებიც შედიან, მაგალითად, თავდაცვის მინისტრი და ომის პარტიას აქვს კონკრეტული გეგმა. თქვენ აკვირდებით, რომ მუდმივად მიმდინარეობს მოსმენები სენატში და დააკვირდით, რას ამბობს აშშ თავდაცვის მინისტრი. ის ამბობს, რომ ამერიკის მიზანია ომი დიდხანს გაგრძელდეს უკრაინაში, რათა რუსეთი დასუსტდეს. აქ ჩანს ზესახელმწიფოების ბრძოლა და ჩანს, რომ ხალხის ბედი არავის არ აღელვებს. მეორეს მხრივ, ამერიკაში ძალას იკრებს მშვიდობის პარტია. ამ პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ომი სწრაფად უნდა დასრულდეს. ეს პარტია ამბობს, რომ ნეიტრალიტეტი უკრაინისთვის დღეს ერთადერთი გამოსავალია.
მაგრამ ჯერ-ჯერობით ამერიკის პრეზიდენტზე ომის პარტიას უფრო მეტი გავლენა აქვს და ამიტომაცაა, რომ უკრაინა პერიოდულად მერყეობს. ერთის მხრივ, უკრაინას უნდა ნეიტრალიტეტი, მაგრამ ზელენსკის, რომელიც თავის თავს არ ეკუთვნის, დაურეკავს ამერიკის თავდაცვის მინისტრი და იწყება ყოყმანი, მაგრამ საბოლოო ჯამში, უკრაინა მაინც ნეიტრალიტეტს აირჩევს.
წყარო: infoanalytical.ge