როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ასე, როდემდე უნდა მოვითმინოთ და ავიტანოთ ეს ყველაფერი…- თეა ბარნაბიშვილი

სულ თავს ვიკავებ, რომ რამე დავწერო,მითუმეტეს იმ ფონზე, როცა საქართველოში მდგომარება დაძაბულია და ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს დესტაბილიზაციის შემოტანას, მაგრამ…..

საქართველოს მთავრობა❗❗❗
ყველაფერზე ვჩუმდებით, არ ვიღებთ ხმას გაძვირებულ პურზე,გაძვირებულ პროდუქტებზე, გაძვირებულ ცხოვრებაზე, გაძვირებულ პირადობის მოწმობებზე, გაძვირებულ მგზავრობაზე და ა.შ.
უბრალოდ მაინტერესებს, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ასე, როდემდე უნდა მოვითმინოთ და ავიტანოთ ეს ყველაფერი…გამოდით კაბინეტებიდან, გადმოდით ძვირადღირებული მანქანებიდან და დაელაპარაკეთ ხალხს…იკითხეთ, რა უჭირს და რა ულხინს თქვენ მოსახლეობას..ცოდოა ხალხი, მარტო ნაცების დევნა და ლანძღვა არ არის პოლიტიკის კეთება..ბოლომდე შემოჭერილი ქამრებით როდემდე უნდა ვიაროთ?
დოლარი დაბლა ჩამოდის და ფასები მაღლა გარბის..ყველაფერი უკუღმა რატომ ხდება ჩვენ ქვეყანაში, იქნებ ცოტა ქამრები თქვენც შემოიჭიროთ….ასე არ შეიძლება, ჩვენ რომ ყველაფერში ანგარიშს გიწევთ და ყველანაირად გიგებთ,თქვენ როდის აპირებთ ჩვენი გასაჭირის მოსმენას და გულთან მიტანას…არ ვიცი სადამდე გაგრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ მეშინია, რომ მოთმინების ფიალა არ აევსოს გაჭირვებულ ხალხს და ერთიანად არ იხუვლოს პროტესტმა…მშიერი ადამიანი მხეცზე საშიშია❗ ეს კარგად დაიმახსოვრეთ…ბოდიშს გიხდით,მე როგორც თქვენი რიგითი მხარდამჭერი, ყველაფერზე რომ არ გეთანხმებით და ხალხის სთქმელს პირდაპირ გეუბნევით, ბევრს არ მოვწონვარ ამის გამო, მაგრამ აუტანელი და გაუსაძლისია უკვე ყოფა..
P.S. ნუ მომიყვანთ უცხო ქვეყნებს მაგალითად, რომ იქაც ყველაფერი ძვირდება,რადგან იქ სამსახურებიც აქვთ და ანაზღაურებაც მაღალია…

თეა ბარნაბიშვილი; სოციალური ქსელი