საქართველოში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი ისევ ნარჩუნდება!

საქართველოში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი ნარჩუნდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასები 12,8 პროცენტით გაიზარდა, მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი – 1,8 პროცენტით. განახლებულ სტატისტიკურ მონაცემებს “საქსტატი” აქვეყნებს.

ბოლო ერთ თვეში ფასები მნიშვნელობით გაიზარდა:

– სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში 3,3 პროცენტით;
– ტრანსპორტის ჯგუფში 3,7 პროცენტით;
– ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში 4,9 პროცენტით.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასევე გაძვირდა:

– სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 21,3 პროცენტით;
– ტრანსპორტი 22,4 პროცენტით;
– საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, ბუნებრივი აირი 9,4 პროცენტით.

ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზი იყო, რომ გაზაფხულიდან საქართველოში ინფლაციის შემცირება დაიწყებოდა. ეს მოლოდინი არ გამართლდა, საქართველოს ყველაზე მსხვილ ეკონომიკურ პარტნიორებს შორის 24 თებერვლიდან ომია. რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს და ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს, არამედ საცხოვრებელ სახლებს, საბავშვო ბაღებსა და სამშობიაროებსაც კი.

წყარო: radiotavisupleba.ge