„ბორჯომის“ დასაქმებულები კომპანიის გენერალურ დირექტორთან, ივანე მაჭავარიანთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
ეს განცხადება დასაქმებულების სახელით დარგობრივი პროფკავშირის ხელმძღვანელმა, გიორგი დიასამიძემ გააკეთა 4 მაისს, 12:00 საათზე ბორჯომში ერთ-ერთ ქარხანასთან გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 აპრილს განაცხადა, რომ მთავრობა „ძალიან მალე“ გააცნობს საზოგადოებას „სასიამოვნო ინფორმაციას“ „ბორჯომის“ შესახებ.
ივანე მაჭავარიანი „ბორჯომის“ დირექტორი 2021 წლის ივნისში გახდა, – მას შემდეგ, რაც დატოვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოსტი (ამ პოსტზე იგი 2018 წლიდან იკავებდა).
2022 წლის 29 აპრილს კომპანია „IDS ბორჯომი – საქართველომ“ განაცხადა, რომ „დროებით“ აჩერებს მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნის წარმოებას.
„ბორჯომის“ ძირითადი მფლობელი სანქცირებული რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის „ალფა ჯგუფია“.