გურჯაანში 35 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

გურჯაანში 35 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. “კურიერის” ინფორმაციით, თანამშრომლებმა სოფელ ბაკურციხეში მდებარე პურის საცხობში მიცვალებული დღეს დილით ნახეს.

მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს, სავარაუდოდ, მამაკაცი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.