პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია ღარიბაშვილმა თავად გაავრცელა.
მისი თქმით, პატრიარქთან განიხილა ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები.
„საპატრიარქოში ვესტუმრე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. ვისაუბრეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე.
ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია მის უწმინდესობასთან შეხვედრა. უაღრესად საინტერესო და გასათვალისწინებელია მისი ბრძნული მოსაზრებები და რჩევები“, – აცხადებს ღარიბაშვილი
“ნეტგაზეთი”