ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი – “შვედეთისა და ფინეთის ნატოში მიღების საკითხს ვეტოს დავადებთ”.
ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა ბრიფინგის დროს, ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, რას იზამთ, თუ მადრიდის სამიტზე შვედეთისა და ფინეთის ნატოში მიღების საკითხი დადგებაო, განაცხადა, რომ იგი ამ საკითხის განხილვას ვეტოს დაადებს.
– “ესე იგი, თქვენ რუსეთის აგენტი ბრძანდებითო?” – უკითხავს ჟურნალისტს.
– “არანაირი არავის აგენტი არა ვარ, მე უბრალოდ საღად ვაფასებ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს”-ო, უთქვამს ჟურნალისტისთვის ზორანს.
წყარო: infoanalytical.ge