რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ დასავლეთს შეუძლია დაეხმაროს უკრაინას ომის დასრულებაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე მეტი ზეწოლით და მისი ძალებისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით. ამის შესახებ BBC წერს.
პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც მაკრონმა კვლავ მოუწოდა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისკენ. გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა თავის რუს კოლეგას სთხოვა, დაეშვა შემდგომი ევაკუაცია ქალაქ მარიუპოლში.