რატომ გაიმეტა 36 წლის მამაკაცმა შვილის ნათლია მოსაკლავად

ასპინძაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

დაკავებულის ნათესავები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა გამხდარიყო, თუმცა ისინი დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

დაკავებულის დედა ამბობს, რომ გარდაცვლილი, დაკავებულის შვილის ნათლია იყო.

პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. ის 36 წლის მამაკაცია, რომელიც წარსულში ნასამართლევია. დაპირისპირება თანასოფლელებს შორის მოხდა. კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე, ცივი იარაღით ყელის არეში მიყენებული ჭრილობით ადგილზევე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთვევაში, დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.