მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ბათუმში დაპირისპირებითა და დაკავებებით დასრულდა.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პოლიციამ 25 ადამიანი დააკავა. ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. ხმაური და დაპირისპირება სამართალდამცველების მხრიდან სამანქანო გზის გათავისუფლების მოთხოვნის შემდეგ დაიწყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს და აცხადებდნენ, რომ ადგილზე იქამდე დარჩებოდნენ, ვიდრე სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ არ გადაიყვანდნენ. მოგვიანებით, სამართალდამცავებმა კარვები ტერიტორიიდან გაიტანეს.
“იმედინიუსი”