კუბის დედაქალაქ ჰავანაში, სასტუმრო „სარატოგაში“ მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 9 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30 – დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
კუბის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, სასტუმროში მომხდარი აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვაა.
„ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ აფეთქება უბედური შემთხვევის შედეგად მოხდა”, – აღნიშნეს კუბის პრეზიდენტის ოფისში.
მოწმეების თქმით, მძლავრი აფეთქება მოხდა, რომელმაც სასტუმროს გარეთ ავტობუსები და მანქანები დააზიანა.