პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:
“რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო სამინისტრომ მიიღო დადგენილება, რომლითაც დაუშვა ე.წ. “პარალელური იმპორტი” ავტომობილებზე, ავტო-ნაწილებზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, სმარტფონებზე, კომპიუტერულ ტექნიკაზე და ა.შ.
ე.ი. ოფიციალურად დაუშვა არაუფლებამოსილი მესამე მხარეების მხრიდან სანქცირებული პროდუქტის, მათ შორის კონტრაფაქტულის იმპორტი.
თუ შესაბამის გეოგრაფიულ ლოგისტიკურ სქემებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ საქართველოს ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს.
ჩამოვიდნენ, მოემზადენ, სქემები დაალაგეს, ნებართვა მიიღეს და ახლა დაიწყებენ “გულაობას” პუტინის რეჟიმს “გამოქცეული” რუსები თავის ქართველ პარტნიორებთან ერთად.”