როსკოსმოსის ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა ამერიკელი ბიზნესმენი ელონ მასკი მარიუპოლში უკრაინელი სამხედროებისთვის სატელიტურ-საკომუნიკაციო აღჭურვილობის მიწოდებაში დაადანაშაულა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ბრიგადის დატყვევებული შტაბის უფროსის, პოლკოვნიკ დიმიტრი კორმიანკოვის ჩვენებიდან გამომდინარეობს, რომ ელონ მასკის სატელიტური კომპანიის Starlink-ის სახმელეთო სააბონენტო აღჭურვილობა მარიუპოლში ნაცისტური „აზოვის“ ბატალიონის და უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითების ბოევიკებს სამხედრო ვერტმფრენებით გადაეცა“, – განაცხადა როგოზინმა.
როგოზინმა დასძინა, რომ აღჭურვილობის მიწოდება და გადაცემა განხორციელდა პენტაგონის მიერ.
„ელონ მასკი, ამგვარად, ჩართულია უკრაინის ფაშისტური ძალების კომუნიკაციებით მომარაგებაში და ამაზე პასუხის გაცემა მოგიწევთ, ელონ“ – დასძინა როსკოსმოსის ხელმძღვანელმა.