ვინ წაბილწა კუკიაზე მდგომი ტანკი და გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრი?

საქინფორმი. დღეს 2022 წლის 9 მაისია. ჯერ კიდევ გასულ წელს, თბილისში, კუკიის ძმათა სასაფლაოს შესასვლელთან მდგარ ტანკს ამშვენებდა წარწერები – За Сталина!”, “За Родину – СССР!” და წითელი ხუთქიმიანი ვარსკვლავებიახლახან კი „უცნობბმა“ ეს ყველაფერი თეთრი საღებავით დაფარეს, რომლითაც წინა მხარეს დაწერეს – „სოხუმი ცხინვალი.

ვინ ჩაიდინა ეს ვანდალიზმის აქტი სახელმწიფოს მიერ დაცულ ადგილზე – პოლიციის განყოფილებიდან 50 მეტრში! – სსრკ-ს თხუტმეტივე რესპუბლიკიდან დიდ სამამულო ომში დაღუპული გმირთა უძველეს და უდიდეს ნეკროპოლში, რომელთა ხსოვნის საპატივსაცემოდ კუკიის სასაფლაოზე დიდების ობელისკი და თხუტმეტი შედარებით პატარა ქვის ობელისკი დაიდგა? იქვე განისვენებს გმირი საქართველოდან, რომელიც ამ ტანკით ბერლინამდე მივიდა…

   მაშ, რისთვის იბრძოდნენ და რას იცავდნენ ჩვენი გმირები? იმისთვის, რომ მეგობრულად გვეცხოვრა მშობლიურ მიწაზე, რომლისთვისაც ისინი დაეცნენ და ერთმანეთს კი არ ვესროლოთ, როგორც სოხუმსა და ცხინვალში! საქართველოში ფრონტზე წასული 700 ათასიდან დღეს მხოლოდ ორი ასეული წმინდანი გადარჩა, თუმცა ჯერ კიდევ შარშან 263 იყო…

ამიტომ, არ გაბედოთ მათი შეურაცხყოფა, დააფასეთ მათთან გატარებული ყოველი დღე! სამშობლო, სსრკ, სტალინი, წითელი ვარსკვლავი, წმ. გიორგის ლენტი, წითელი დროშა ნამგლითა და უროთი – მათი სისხლით გაპოხილი სიწმინდეებია, რომელთა აკრძალვაც და შერყვნაც არ შეიძლება, ძეგლებისა და საფლავების წაბილწვა, აღება, აფეთქება, გადატანა და საღებავით გათხუპვნა არ შეიძლება! საქართველოში, უკრაინამდე დიდი ხნით ადრე, ამ „ტრადიციას“ სააკაშვილმა და მისმა ნეონაცისტებმა დაუდეს სათავე.

რას მიაღწიეს „უცნობებმა“ ამ ვანდალიზმის აქტით? რას მიაღწიეს „უცნობებმა“, ვინც წაშალა თბილისში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალზე გმირთა სახელები და გვარები გამარჯვების პარკში, რომელსაც „უცნობებმა“ ვაკის პარკი დაარქვეს?! სამარცხვინო კანონები მალე გაუქმდება, მაგრამ ვეღარ დავაბრუნებთ ჩვენს გმირებს – ისინი მოკრძალებულად წავლენ, სულის სიღრმემდე განაწყენებულნი შვილებსა და შვილიშვილებზე, რომლებმაც ისინი შეურაცხყვეს, ან, სიმხდალის გამო, არ დაიცვეს…

და კიდევ: წელს თბილისის ა.ს. გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში 9 მაისის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო კონცერტი არ გაიმართება, თუმცა შარშან კონცერტი იმდენად გამაყ-რუებელი იყო, რომ თავისუფლების მოედანზეც კი ისმოდა! უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, „უცნობებმა“ ზემოაღნიშნული თეატრის სახელწოდებიდან ამოიღეს სიტყვა „რუსული“ და მხარდაჭერა გამოუცხადეს … „მარიუპოლის დამცველებს“, თანაც – ინგლისურად!

მაშ, ვინ არიან ეს “უცნობები”, რომლებმაც წაბილწეს ტანკი და თეატრი?! იქნებ ამის შესახებ იციან ორგანიზაციებმა, რომლებიც ხანგრძლივად და სტა-ბილურად იღებენ დაფინანსებას რუსეთისგან? ალო, მოსკოვი, როგორ გესმით?!

 

არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 9 მაისი