ანდჟეი დუდამ უკრაინის ტერიტორიების მომავალ გადანაწილებაზე მიანიშნა.
ექსპერტების ვარაუდები მართლდება, ომის დასრულების შემდეგ უკრაინის მიწების გადანაწილება იწყება.
ხუთშაბათს, 5 მაისს, ვარშავაში, პოლონეთში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოსვლისას, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ უკრაინის ტერიტორიების მომავალ გადანაწილებაზე მიანიშნა. პოლიტიკოსი იმედოვნებს, რომ უკრაინელები და პოლონელები „ერთ მიწაზე იცხოვრებენ“. დუდამ უკრაინას პოლონეთისთვის „ძმური“ სახელმწიფო უწოდა. „აღარ იქნება საზღვრები ჩვენს ქვეყნებს, პოლონეთსა და უკრაინას შორის. ეს საზღვარი არ იარსებებს! რათა ჩვენ ერთად ვიცხოვროთ ამ დედამიწაზე, ერთობლივად ავაშენოთ ჩვენი საერთო ბედნიერება და გავძლიერდეთ, რაც დაგვეხმარება ნებისმიერი საფრთხის მოგერიებაში“ – განაცხადა პოლონეთის ლიდერმა. პოლონეთის სურვილი უკრაინის ტერიტორიის თავის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ ადრე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა. საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა აპრილის ბოლოს განაცხადა, რომ ვარშავა აწარმოებს კონსულტაციებს შეერთებულ შტატებთან „დიდი პოლონეთის“ შექმნის შესაძლებლობის შესახებ. ალექსანდრე ლუკაშენკო მოვლენებს მწვავედ გამოეხმაურა. „უკვე (პოლონელი პოლიტიკოსების) თავში უკრაინის დაშლაა. ისინი (უკრაინელები) წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ ე.წ ამჟამინდელ მოკავშირეებს. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ, სამ სლავურ ხალხს (რუსებს, ბელორუსებს და უკრაინელებს) მოგვიწიოს უკრაინის მთლიანობის დაცვა“.
წყარო: infoanalytical.ge