აშშ-ის თაოსნობით, ნატოს ქმედებებმა თანდათან მიიყვანა რუსეთ-უკრაინია დაპირისპირებამდე

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინის გარშემო არსებულმა ვითარებამ აჩვენა, თუ რამდენად შორს წავა შეერთებული შტატები ჰეგემონიისა და დაშინებისკენ.

ამის შესახებ დღეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჟაო ლიჯიანმა განაცხადა.

მან ეს განცხადება გააკეთა ყოველდღიურ ბრიფინგზე, ბოლო გამოკითხვის საპასუხოდ, რომელმაც აჩვენა: გამოკითხული ჩინელი რესპონდენტების თითქმის 90% მიიჩნევენ, რომ აშშ-ის პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სულაც არ არის მიუკერძოებელი და სამართლიანი, არამედ ჰეგემონიისა და დაშინების მაგალითია.

აშშ-ის ხელმძღვანელობით, ნატოს ქმედებებმა თანდათან მიიყვანა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება ზღვარზე. ჟაო ლიჯიანმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ავრცელებს დეზინფორმაციას, ჩინეთის შეურაცხყოფის მიზნით და სარგელობს არსებული სიტუაციით. ამერიკას სურს გამონახოს სივრცე თავისი შეთქმულების განსახორციელებლად, რათა „ერთდროულად ჩაახშოს ჩინეთი და რუსეთი“.

წყარო: infoanalytical.ge