იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის თქმით, ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, სიცრუეა. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა:
„ახლა თქვენ რა ინფორმაციასაც აჟღერებთ, ეს არის ტყუილი და ნუ ემსახურებით დეზინფორმაციას. თქვენ ახლა მტკიცებით ფორმაში ავრცელებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ გადაადგილდება. პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ტყუილი – ის გადაადგილდება დამოუკიდებლად. ის, რაც თქვენ თქვით, არის აბსოლუტური სიცრუე. სწორედ ამიტომ ნუ ავრცელებთ ყალბ ინფორმაციას ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ამით თქვენ ძაბავთ მისი ოჯახის წევრებსაც და ცდილობთ, რომ ხელი შეუწყოთ საზოგადოებრივ მღელვარებას, და ეს არის მავნებლობა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
“იმედინიუსი’